წრის შესახებ

წრის დასახელება  ,, ჩვენ ვწერთ ლამაზად"

კერძო სკოლა  ,,ცოდნაში"  ქართული ენის  მასწავლებლის ლელა აბზიანიძის ხელმძღვანელობით  მიმდინარეობს 2019  წლის   18 სექტემბრიდან- 25 დეკემბრის ჩათვლით ლიტერატურული პროფილის  საწრეო მუშაობა  ,,ჩვენ ვწერთ  ლამაზად"

წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და სასკოლო მუშაობაში თითოეული მოსწავლის უფრო აქტიური ჩართვა.
რადგან  ზოგიერთი მოსწავლე არ წერს საკმარისად ლამაზად,  ამიტომ სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული პროფილის  წრე, სადაც მოსწავლეებისათვის იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით ლამაზი წერის ნიმუშები. მოსწავლეებს მივუთითებ ციფრულ ინტერნეტ-რესურსებს და  ბეჭდურ რესურსებს, სადაც მათი ინტერესების შესაბამისი წერითი ნიმუშები იქნება მოცემული.  ასევე მოხდება მოსწავლეთა პროვოცირება  და წახალისება ლამაზად წერაში.
საწრეო  მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოეულ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებული ოპტიმალური დროის შერჩევას  საწრეო მუშაობისათვის.
    წრის მუშაობის პროცესში დროდადრო  მოხდება კედლის გაზეთის გამოშვება, ინსცენირებების გამართვა და დასასრულს  მოეწყობა დიდი პრეზენტაცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას  კითხვით. შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და გაიზრდება მოსწავლეთა  სწავლის მოტივაცია.  




 შეხვედრების განრიგი:


1. კლუბის დაკომპლექტება, სამუშაო გეგმის გაცნობა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება     18.09.2019

2. საუბარი თემაზე  ,,რა  ვიცით ზღაპრების შესახებ?"    ,,რომელ უცხოელ  მეზღაპრეს იცნობთ?"  ,, რომელ ქართველ მეზღაპრეს იცნობთ?"        25/09/2019წ

3. ,,დავწეროთ ზღაპრები"    18 /10/2019წ    

4. მოსწავლეთა მიერ  დაწერილი ზღაპრების მოსმენა       25.10. 2019წ

5.მოსწავლეების მიერ მათივე შექმნილი ზღაპრებიდან სამი საუკეთესო ზღაპრის  შერჩევა და ,,საუკეთესო მეზღაპრის" გამოვლენა         4.12. /2019წ

6. საუკეთესო ზღაპრების შესახებ კედლის გაზეთების მომზადება და გამოფენა  სკოლის თვალსაჩინო ადგილას.         11.12. /2019წ

7.  ზღაპრების ინსცენირება - წარმოდგენის მოწყობა     18/12/2019წ

8.  წრის მუშაობის შეფასება  მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა და  მოსწავლეების მიერ- შეფასების კითხვარების შევსება   25.12/2019წ


  წრის წევრები  2019  წელი   18 სექტემბერი- 25 დეკემბერი

1.

Comments